“ბანდიტები ხართ” – რა მოხდა ზუგდიდში, სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრის დროს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ონარიას დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც “ენმ-ის” მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი მოსახლეობას ხვდებოდა, მცირე ინციდენტი მოხდა.

მოქალაქემ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ბანდიტები და კრიმინალები უწოდა და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მოგვიანებით, შემთხვევას ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და ინციდენტის პროვოცირებასა და საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.

,,ეს არის ის მეთოდი, რომელსაც “ქართული ოცნება” საარჩევნო პერიოდში მიმართავს. ეს პირი არის ნასამართლევი. ის მონაწილეობს ჩვენი ოფისების დარბევაში. ეს ადამიანი არის გიორგი შენგელიას შტაბის წევრი. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, თავი დაანებოს ბინძურ პროვოკაციებს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ.

“ქართული ოცნების” რეგიონულ ოფისში “ენმ-ის” პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძეს ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა და მეთოდია. მმართველი გუნდის ოფისში განმარტავენ, რომ გიორგი გოგინავას “ოცნებასთან” არანაირი კავშირი აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=CrkY3zmbdn4&feature=youtu.be&fbclid=IwAR3GW400LwV4qdYnvL4WidvwzWCCcj0_3M78Q63O5KWNCU4VotSVaDVFsEc

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები