ბიძინა ივანიშვილი დავით მაღრაძეზე: როცა მაგის პირველი კრიტიკული გამონათქვამი წავიკითხე, ვერ დავიჯერე

როდესაც წავიკითხე დავით მაღრაძის პირველი კრიტიკული გამონათქვამი, მე ვერ დავიჯერე. რომ არ დაგიმალოთ, რამდენიმეს დავურეკე მერე, გადავამოწმე, მე შეცდომა მეგონა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პოეტ დავით მაღრაძის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
“მე რაც ვნახე და წაკითხული მაქვს, რა თქმა უნდა, ყველა მისი გამოსვლა, ძირითადად, სასამართლოს მოიხსენიებს მაღრაძე, რომ მას არ აწყობს და იმავეს იმეორებს, რასაც იმეორებდა ეს ოთხეული, რომლებიც გავიდნენ ჩვენი გუნდიდან. მასაც ისევე როგორც ამ ოთხეულს ვერაფრით ვერ გამოადგება ეს მიზეზად. არ ვიცი რამდენად მოვახერხე აღწერა და საათობით შემიძლია კიდევ ამაზე საუბარი, თუ რა ხდება სასამართლოში. როგორი იყო, სად იყო თვითონ მაღრაძე ხუთი წლის განმავლობაში. გაგიგიათ სადმე მაღრაძისგან და მე არ გამიგონია არასდროს, რომ სასამართლოში ერკვევა. მე რაც ვთქვი თანაგუნდელებზე იგივე ეკუთვნის მასაც. იქ პრობლემა არაა, ეს მოგონილი პრობლემაა. მიზეზად ეს ვერ გამოადგება. მე მინდა, მაღრაძეზე კიდევ გავიხსენო ისიც, რომ როდესაც წავიკითხე მაგის პირველი კრიტიკული გამონათქვამი ვერ დავიჯერე. რომ არ დაგიმალოთ, რამდენიმეს დავურეკე, მერე გადავამოწმე, მე შეცდომა მეგონა… ეს ამოვარდნა რომ ვნახე, ვერ დავიჯერე ვერაფრით, რამდენიმეჯერ ვნახე სანამ ამას არ დაემატა რამდენიმე გამოსვლა. თუმცა სასამართლოს საკითხი მისთვისაც ვერ გამოდგება საფუძველი. ვერც დავიჯერე მისი გამონათქვამები და მინდა, ტელემაყურებელს ვუთხრა, რამეთუ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ახლობელი გვყავს, ძალიან ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო, ღმერთმა დამიფაროს ამისგან. იმდენად მიუღებელი იყოს სხვებისთვისაც მისი ეს პოზიცია , მაგრამ მისმა შემდგომმა განცხადებამ აჩვენა , რომ ეს კაცი არ ხუმრობს. რატო გააკეთა და რატო თქვა ეს. ძალიან გაბრაზებული იყო ან სხვა რაღაც მიზეზი აქვს ძალიან ან ემოციური იყო, მაგრამ საფუძველი, რომელსაც ის ასახელებს ვერაფრით ვერ გამოდგება”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები