კობა გვენეტაძე: „თიბისი ბანკის“ ჩამოშლა არ მოხდება, ჩვენ ამის სადარაჯოზე ვდგავართ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, „თიბისი ბანკის“ ჩამოშლა არ მოხდება. როგორც მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ეროვნული ბანკი ამის სადარაჯოზე დგას.
„ეს არ მოხდება. ჩვენ ამის სადარაჯოზე ვდგავართ და ვახორციელებთ ბანკების ზედამხედველობას. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით არ ინერვიულოთ. პოლიტიკოსების განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.