პენიტენციური სამსახური: მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს საბჭო თვის ბოლომდე განიხილავს

„თბილისის საქალაქო სასამართლოდან 2019 წლის 26 მარტს შემოსულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის საკითხის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ხელახალი განხილვის თაობაზე“, – ამის შესახებ „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვის პროცესშია ყველა საჭირო დოკუმენტაცია ადგილობრივი საბჭოს მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
“საბჭო საკითხს მიმდინარე თვის ბოლომდე უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
განხილვის კონკრეტული ვადა საბჭოს კანონით დადგენილი არ აქვს და ის მოქმედებს პრინციპით, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები აღასრულოს მოკლე ვადაში”,  – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები