ლევან იზორია: იმის მტკიცება, რისი ფაქტიც არ არსებობს, იმ ეთიკური ნორმების დარღვევაა, რასაც ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს

„იმის მტკიცება, რისი ფაქტიც არ არსებობს, არის, ელემენტალურად, იმ ეთიკური ნორმების დარღვევა, რასაც ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციებს.
ლევან იზორიამ ტელეკომპანია „რუსთავი2-ზე“ თავდაცვის უწყებისა და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტები გაიხსენა. მინისტრის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს. “როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია; შიმშილის პირას ხარ მისული იმიტომ, რომ, თურმე, ხორცით უზრუნველყოფა უწყვეტად აღარ ხდება; თურმე, უნიფორმით მომარაგება აღარ ხდება, ბუნებრივია, ეს არის პირველი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო დარტყმა და,შესაბამისად, ამაზე მწვავე რეაქცია მექნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართული ჯარის რეპუტაციისა და ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები