ლევან იზორია: მძინარე ცხინვალის დაბომბვა არ მომხდარა

კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია – არა!, – ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ “ნაცმოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვას.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა რუსეთის, როგორც ცივილიზებული სამყაროსათვის მთავარი საფრთხის შეკავებას ემსახურება.
„თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის, ეს საფრთხე არის მწვავე. შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები