ლევან იზორიამ პარლამენტში მრავალეროვნული სწავლებების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ბოლო წლებში გახორციელებულ ერთობლივ მრავალეროვნულ სწავლებებზე გაამახვილა.
როგორც მან აღნიშნა, ერთობლივ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ უპრეცედენტოდ იზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და არსებობს პროგრესი. „გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ერთ-ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ასეულის სახით, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩაატარა სწავლებები საკუთარი მზადყოფნის გეგმის შესასრულებლად და შესაფასებლად, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ, სტრატეგიულ კონტექსტში, “მეტი ნატო-ს” პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიფიქროთ. როგორც აშშ-ის, ისე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები, როტაციის პრინციპის საფუძველზე, ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით საქართველოში მეტ სწავლებას გადიოდნენ. სწორედ ეს არის გაწევრიანებამდე ყველაზე სწორი პოლიტიკა საქართველოში “მეტი ნატო-ს” პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.