იენს სტოლტენბერგი: ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან

დღეს, ნატოს საზღვაო ჯგუფის გემები უკრაინასა და საქართველოში შევიდნენ. ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვფიქრობ, ამ კვირას ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატო-ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსნებთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა. “მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები