სალომე სამადაშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებს
“საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან ატარებს სრულიად ფორმალურ ხასიათს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეთა შესახებ უმრავლესობის პროექტი მორგებულია ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს. “საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან ატარებს სრულიად ფორმალურ ხასიათს. თვითონ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ, ფაქტობრივად, საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოამზადონ საკუთარი დასკვნები და რეკომენდაციები. ხელისუფლება სწორედ ასე, ფორსირებულად ცდილობს ამ კანონპროექტის გატანას პარლამენტში, რადგან ეს პროექტი არის მორგებული ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, მაგრამ მთავრობა არ აძლევს კომისიას, როგორც ჩანს, საკმარის დროს იმისთვის, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.