დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დეპუტატები – ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი ​მედლებით დააჯილდოვა, რომელიც სპეციალურად 2018 წელს, საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დამზადდა. მსგავსი ჯილდო გადაეცემათ პიროვნებებს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” საქართველოს კანონის მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი ხალხისათვის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების – ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი და მოხდა მისი ინიცირება. აღნიშნული დამსახურებისთვის, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დეპუტატები დააჯილდოვა მედლებით, რომელიც სპეციალურად დამზადდა 2018 წელს, საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მსგავსი ჯილდო გადაეცემათ პიროვნებებს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მედალი წარმოადგენს ნუმიზმატიკურ იშვიათობას – სულ, დამზადებულია 30 ცალი, რომლითაც დაჯილდოვებულნი არიან: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ელდარ შენგელაია; საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, მამუკა გონგაძე; ისტორიკოსი, დავით მუსხელიშვილი; საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი და სხვა პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში. პარლამენტის წევრების მიერ, აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით. საკანონმდებლო ინიციატივამ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” გააჩინა შესაძლებლობა, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოებში”, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები