შვეიცარიულმა გაზეთმა “Blick”-მა მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობას სტატია მიუძღვნა
შვეიცარიულმა გაზეთმა “Blick” -მა,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობას სტატია მიუძღვნა.
აღსანიშნია, რომ, 23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისის “დინამო არენაზე” ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
“კვირა” სტატიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
საფეხბურთო კლუბების – ,,გრასჰოფერისა’’ და ,,ციურიხის’’ ყოფილი ვარსკვლავი, ყაველაშვილი, ამჟამად, პარლამენტის წევრია.
თუკი წინათ, თამაშის შემდეგ დაღლილ მიხეილ ყაველაშვილს (47) სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ვხვდებოდით, ახლა მასთან შესახვედრად უსაფრთხოების კონტროლის გავლაა საჭირო.
“მიხეილ ყაველაშვილი (47) სთხოვს მის ასისტენტს, რომ ავტომანქანით მიგვიყვანოს სასტუმრომდე, რომელიც საპარლამენტო შენობიდან 200 მეტრში მდებარეობს. ეს ამარტივებს საქმეებს”, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტელეფონით საუბრისას. ის მართალია, რადგან სანამ ჩვენ მას პარლამენტის შენობაში ვეწვევით, უსაფრთხოების მიზნებისთვის დაცვას ვაწვდით ჩვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და გავდივართ კონტროლს, როგორც – აეროპორტში.
,,დღეს, რთული დღეა, მხოლოდ 30 წუთი მაქვს. დღეს, კანონპროექტის განხილვა გვაქვს’’, – ამბობს ყაველაშვილი.
ის მიგვითითებს ტელევიზორზე, რომელიც მის ვრცელ კაბინეტში კედელზეა მიმაგრებული. მიმდინარეობს პირდაპირი ტრანსლაცია სხდომათა დარბაზიდან.
,,ხედავთ იმ ცარიელ ადგილს? ახლა მე იქ უნდა ვიჯდე’’.
ყაველაშვილი არის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ყაველაშვილი, რომელიც, 1997 წლიდან 2006 წლამდე, “გრასჰოფერში”, “ციურიხში”, “ლუცერნში”, “სიონში” და “ბაზელში” თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი არის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
,,ჩემი მიზანია, რომ უფრო მეტი ქართველი იყოს დაკავებული სპორტული ცხოვრებით. კვლევის თანახმად, ჯერჯერობით, სპორტული ცხოვრებით დაკავებულთა რიცხვი 20 პროცენტს შეადგენს”.
ჰალსტუხი საფეხბურთო მაისურის ნაცვლად. რომელია მისთვის უფრო მოსახერხებელი? ყაველაშვილს ეღიმება და ამბობს: ,,რა თქმა უნდა, საფეხბურთო ჩაცმულობა. ფეხბურთელობა ყველაზე მაგარი პროფესიაა, რაც კი არსებობს. თუმცა, რაღაც მომენტში, სხეულს მეტი აღარ შეუძლია.’’
ის იყო 35 წლის, როდესაც, 2006 წელს, სუპერლიგაში ჩატარებული 160 თამაშითა და 55 გოლით საკუთარი კარიერა ბაზელში დაასრულა. იან ზომერი 18 წლის იყოს და კარიერას სწორედ ამ დროს იწყებდა. გრანიტ ჯაკა (,,შვეიცარიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი’’) კი სულ რაღაც 14 წლის იყო. ყაველაშვილი 3 წელია, რაც პოლიტიკაშია; თუმცა, ფეხბურთისადმი ყურადღება მას არ დაუკარგავს. ასევე, არ დაუკარგავს ინტერესი შვეიცარიული ფეხბურთის მიმართაც.
შვეიცარია მისთვის მაინც ფავორიტია მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, როგორიცაა სეფეროვიჩი, შაქირი, მეჰმედი. ,,ბოლო მატჩში შვეიცარიამ ბელგია 5:2 დაამარცხა. ბოლოს რომელმა გუნდმა შეძლო, მიეღწია იმავე შედეგისთვის?’’
თუმცა, ქართველები უშანსოდ მაინც არ არიან. ,,თბილისში თამაში არცერთი გუნდისთვისაა იოლი – ფანები აუცილებლად შექმნიან ხმაურს”.
ბოლო პერიოდის მანძილზე, ეროვნულმა ნაკრებმა ფანებს სიხარული მოუტანა, ამბობს ყაველაშვილი: … ,,ერთა ლიგაში კარგი თამაშები ვაჩვენეთ. როგორც იქნა, კვლავ შემტევ სტილს ვთამაშობთ.’’
ის მომავალს ნათელ ფერებში ხედავს.
ქართული ფეხბურთის განვითარებას ყაველაშვილი ნათელ ფერებში.
,,ჩვენ გვყავს ბევრი იმედისმომცემი ტალანტი. ყველაზე დიდი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძეა. ის 19 წლისაა, თამაშობს “გენტში” და უფრო ნიჭიერია, ვიდრე ჯაკა და შაქირი.’’
თუმცა, დღეს, ტრავმის გამო, ჩაკვეტაძე გუნდს გამოაკლდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე გამორჩეული წევრები დღეს საქართველოს ყველაზე დიდ პარტიაში ირიცხებიან. პარტია ,,ქართული ოცნებაში’’, რომელიც 2012 წელს ჩამოყალიბდა, ყაველაშვილთან ერთად მოღვაწეობენ “მილანის” ყოფილი მცველი კახა კალაძე და “შალკეს” ყოფილი ვარსკვლავი ლევან კობიაშვილი. კობიაშვილი (41) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, კალაძე (41) კი თბილისის მერია. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი, რომ ალან ზუტერი ყოფილიყო ბერნისმერი და კუბი თურქილმაზი – შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი!
სხვათა შორის, ყაველაშვილი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანაკომენტატორიცაა. და რა არის მისი პირადი ქართული ოცნება?
,,1:0 ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად კარგი იქნებოდა.’’ თუმცა, საქართველოსთან დაპირისპირების გარდა, შვეიცარიას წარმატებებს ვუსურვებ.”. პოლიტიკურად სწორი და კორექტული პასუხია, ბატონო დეპუტატო.
მიხაელ ვეგმანი, მაქს კერნი (ტექსტი) და ტოტო მარტი (ფოტოები) თბილისიდან.