ხულოს მერიის ხელმძღვანელი პირები ფაჩხის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე, სოფელ ფაჩხაში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღს ეწვივნენ და არსებულ ვითარებასა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.