„მიშა პუტინისთვის არის წითელი ნაჭერი, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ“

თუ პოროშენკოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება უნდა, მაშინ სააკაშვილი და მისი ხალხი არ გამოადგება, – ამის შესახებ ექსპერტი სოსო ცინცაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნა არის შეთავაზება და არა გადაწყვეტილი ფაქტი.
„მიშა დღეს პუტინისათვის არის წითელი ნაჭერი, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ ხოლმე. სადაც სააკაშვილი იქნება, იქ პუტინთან მოლაპარაკება უკვე გამორიცხულია… რასაკვირველია, დასავლეთს აწყობს, რომ სააკაშვილი და მისი მეგობრები იყვნენ უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში, რათა მშვიდად დაიძინონ ვაშინგტონში. ეს იქნება იმის გარანტი, რომ უკრაინა აღარასოდეს დაუბრუნდება ძველ რუსულ ვექტორს. თუმცა მათი იქ ყოფნა რუსეთთან მიმართებაში საშიშია, რუსეთი არ შეწყვეტს პროვოკაციებს“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები