ხელისუფლების წარმომადგენლები დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდნენ
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდნენ.
„შეხვედრაზე დაბის მოსახლეობამ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები გააჟღერა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემდგომი რეაგირების მიზნით ჩაინიშნეს. აგრეთვე შეხვედრისას, ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რომლებიც მიმდინარე წელს როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად დაბა ხულოში განხორციელდება“,- აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.