„თი-ბი-სი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

„თი-ბი-სი ბანკი“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავიშრებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე ეტაპზე საგამოძიებო უწყება გამოძიებას სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე აწარმოებს, შესამაბისად, ბანკი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა და ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, ბანკს ზიანს აყენებს და მის  რეპუტაციას ლახავს.

„თი-ბი-სი ბანკის“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

„თი-ბი-სი ბანკი“ ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. „თი-ბი-სი ბანკის“ აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, „თი-ბი-სი ბანკის“ მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას. სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით „თი-ბი-სი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. ბანკი სთხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები