ლინას ლინკევიჩუსი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე
ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი “ტვიტერის” მეშვეობით ქართულ ენაზე ეხმაურება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში, ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე“, – წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი.