ლევან გოგიჩაიშვილი: პროკურატურას ხელფასს იმისთვის ვუხდით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაოს
„პროკურატურას ხელფასს იმისთვის ვუხდით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაოს“, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.
მისივე განმარტებით, პროკურატურის მხრიდან ხაზარაძის წერილის საკითხის ასე მარტივად მოშორება სწორი არ არის.
„პროკურატურის დღევანდელი სულისკვეთება იყო – ფარატინა ქაღალდია და ამის ირგვლივ არანაირ წარმოებას აღარ ვაპირებთ. შეიძლება, ეს დოკუმენტი მაღალი მტკიცებულების სტანდარტი არ არის, რომ ვინმე ციხეში ჩასვა, მაგრამ ასეთი მნიშვნელობის საკითხის, ასე მარტივად მოშორება, პროკურატურის მხრიდან სწორი არ არის.
ხელფასს იმისთვის ვუხდით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაონ. გავიგეთ, რომ მაღალი მტკიცებულების სტანდარტის არ არის, მაგრამ იმუშაონ და საკითხში მეტი სიცხადე შეიტანონ. უფრო მეტად გამოიძიოს, უფრო მეტად აიმაღლოს რეპუტაცია და ამაში საპრობლემო რა არის?“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.გენერ
ალურმა პროკურატურამ დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.