თეა წულუკიანი: ხაზარაძეს მისმა განცხადებამ მეტი არასერიოზულობა შესძინა
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, ხმაურიანმა განცხადებამ მამუკა ხაზარაძეს კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა. მისივე თქმით, ის აღნიშნულ განცხადებას თავიდანვე ღიმილით შეხვდა.
„ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს, საქმეს, რომელსაც თითქოს და სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას, რა თქმა უნდა, პირველი განცხადების მომენტიდანვე ღიმილით შევხვდი, რადგან წარსულში მახსოვს პოლიტიზებული მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს, მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე, ასე ვთქვათ, მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღიმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა.
როდესაც განცხადება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ, სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.