მეუფე ანტონი: საპატრიარქო ყველაფრისთვის მზადაა, რომ დეკანოზის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას

 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის ინფორმაციით, საპატრიარქო მზადაა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას. მისივე თქმით, მას მიაჩნია, რომ პატრიარქის პოზიცია ამ საკითხზე დადებითია.
“მე მოვედი პატიმრის მოსანახულებლად და იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მე საჯაროდ განვაცხადე. საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ შიგნით. ჩვენ ამის რესურსიც გვაქვს, შესაძლებლობაც და ძალაც. ეს საკითხი, თუნდაც იმისთვის უნდა განვიხილოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები. ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც ეკლესია განიხილავს. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის. დეკანოზის პოზიცია არის ჯანსაღი. თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩენებს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის დანარჩენ ყველაფერს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება. ის, რომ საპატრიარქომ უთხრა უარი შეწყალებაზე, იყო არასწორი ინტერპრეტაცია. რა პასუხიც მამალაძისგან მივიღე, ამაზე შიგნით ვიმსჯელებთ. მე მიმაჩნია, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და პატრიარქის პოზიცია არის დადებითი”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები