არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძე სამართლიანად იკავებს თანამდებობას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ

 

„ირაკლი კობახიძე როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს მისი იმპიჩმენტის საკითხზე დისკუსია არასწორად მიაჩნია.
„არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. ის ახლა საერთაშორისო მივლინებაშია და ამ საკითხზე დისკუსიაც კი არასწორად მიმაჩნია“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები