წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა
რუსთაველის გამზირზე წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ფიცი საწყისი-საბრძოლო მომზადების კურსის 200-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას და სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს. სამხედროების ფიცის დადების ცერემონიის გარდა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მიერ ჩვენება მოეწყო, ასევე გაიმართა ფლეშმობი.