ირაკლი კობახიძის ავსტრიაში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება

“სობოტკა საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავების მომხრეა”, – ამ სათაურით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ავსტრიაში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის პირველი პალატა) პირველი პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს გამოთქვამს.
სტატიის თარგმანს, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის პირველი პალატა) პირველი პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს გამოთქვამს. „ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს სტაბილურობას სამეზობლოში, რაც ორივე მხარისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს”, – განაცხადა სობოტკამ ორშაბათს, ვენაში თავის კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მდებარეობაზე გაამახვილა – “შესასვლელი კარიბჭე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში” და საქართველო დაახასიათა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „მოწინავე” ქვეყანა. ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს რეფორმების პროგრესი.
ავსტრიის ეროვნული საბჭოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას ტრადიციულად მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და ფართო ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ, რისი დასტურიც 2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა გახლავთ.
სავაჭრო ურთიერთობები, წინა წელთან შედარებით 60 %-ით გაიზარდა, ასევე არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი, განსაკუთრებით ტურიზმისა და განათლების სფეროში.
დღესდღეობით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA),რომელიც 2011 წლიდან საქართველოში საქმიანობს და რომლის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანას სწორედ საქართველო წარმოადგენს ოთხი ეკონომიკური მისია აქვს”, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: https://www.tt.com/ticker/15368530/sobotka-fuer-vertiefung-der-eu-partnerschaft-mit-georgien

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები