გოგი თოფაძის ბრენდი, “ყაზბეგი” იყიდება
ბრენდი “ყაზბეგის” გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას “ყაზბეგის” მფლობელი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე ადასტურებს.
“არ ვყიდით წარმოებას და ქარხანას, აქ საუბარია ბრენდის გაყიდვაზე. რამდენიმე კომპანიაა, დაინტერესებული თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
ვინ შეიძენს ბრენდს და რა ცვლილებები იგეგმება კომპანიაში ჯერჯერობით უცნობია.