ხატია მოისწრაფიშვილი: შეიქმნება ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული შეწყალების კომისია
„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები და სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული შეწყალების კომისია შეიქმნება, რომელიც აუცილებლად მაღალქმედითუნარიანი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორ დაკომპლექტდება კომისია და კონკრეტულად ვინ იქნებიან კომისიის კანდიდატები, ჯერჯერობით საუბარი არ არის.
„ახლა მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა, რომელსაც დაეფუძნება შეწყალების კომისიის ახალი მოდელი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ კანდიდატებზე”, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.