სალომე ზურაბიშვილი: ვინც ვიზალიბერალიზაციის წესებს და პრინციპებს არღვევს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს

„ვიზალიბერალიზაციის მოპოვებული უფლება ძალიან ძვირფასია და არავინ უნდა აძლევდეს თავის თავს იმის უფლებას, რომ ეს მოპოვებული დიდი უფლება, ვიღაცის გულისთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს დაყენებული”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვინც ვიზალიბერალიზაციის წესებს და პრინციპებს არღვევს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს, პირველ რიგში.
მისივე თქმით, ვიღაცები ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ იმისთვის, რომ ევროპაში არალეგალურად შევიდნენ ან თავშესაფარი მოითხოვონ.
„ვიღაცები, მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ან ევროპაში თავშესაფარი მოითხოვონ. ეს არის პრობლემა, რომელზეც ორმხრივად ვმუშაობთ, ჩვენ და ევროკავშირი. აქ ადგილი არ აქვს გადაბრალებას – მათი ბრალია თუ ჩვენი ბრალია. ორივეს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მოსახლეობის ინფორმირებისთვის. იმისთვის, რომ შეგნება გაიზარდოს, რომ ვინც არღვევს ამ წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს, პირველ რიგში. ეს მოპოვებული უფლება ძალიან ძვირფასია და არავინ უნდა აძლევდეს თავის თავს იმის უფლებას, რომ ეს მოპოვებული დიდი უფლება, ვიღაცის გულისთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს დაყენებული”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები