გიორგი მიქაუტაძე: კითხვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაისვა

კითხვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაისვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კითხვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაისვა. ასევე, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გონიოში მოხდა. რის გაგებას ცდილობდნენ ამ კითხვებით, ალბათ, უნდა ჰკითხოთ თავად ავტორებს. კითხვები, ალბათ, უფრო იქითკენ იყო მიმართული, თუ რამდენად კარგი საბჭოს წევრი და მდივანი ვარ და არა იქითკენ, თუ როგორი მოსამართლე ვარ”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. გასაუბრების პროცესი დღეს სულ სამმა კანდიდატმა გაიარა, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეც იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები