“აბსოლუტურად ღია ვარ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ გავაკეთებ ამ საქმეზე კომენტარს”
“აბსოლუტურად ღია ვარ და რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ გავაკეთებ ამ საქმეზე კომენტარს”,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ყველაზე კარგად, ალბათ, თავად “ახალხაზრდა იურისტთა ასოციაციამ” იცის რაც მოხდა ამ საქმეში და ქალბატონმა ეკა ციმაკურიძემ იცის,ალბათ, ეს საკითხები, ვინაიდან ისინი იცავდნენ თამარ ხაჭაპურიძეს და მის მეუღლეს, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. ამიტომ ყველამ კარგად იცის ეს საქმე. ეს არის ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტები,სადაც აშკარად ჩანს,რომ თავს დამესხნენ, კონკრეტული განხილული საქმის გამო.სხვა შეხება ამ ადამიანებთან არ მქონია. ასე რომ ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ის ბრალდებები, თითქოს ჩემი მხრიდან რაღაც ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.ეს არის მორიგი სიცრუე, რომლითაც აქვს ადგილი მცდელობას, რომ რაღაც ჩრდილი მიაყენონ ჩემს წარსულს და საქმიანობას”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.