ბარამიძე: მურუსიძე და მისი კლანის წევრები მუდმივად მორჩილად იყვნენ ხელისუფლების სამსახურში

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მოსამართლე ლევან მურუსიძე და მისი კლანის წევრები ხელისუფლების სამსახურში მუდმივად მორჩილად იყვნენ. ამის შესახებ ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
ბარამიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
„მურუსიძე და მისი კლანის სხვა წევრები იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად მორჩილად იყვნენ ხელისუფლების სამსახურში, როცა ხელისუფლებაში ესა თუ ის ჯგუფი იყო. დაჯერება იმისა, რომ მურუსიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოსტაცა სასამართლო ხელისფულება მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა “ ხელისუფლების სათავეში აღარ იყო, მეტ-ნაკლებად იოლია, მაგრამ რა მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტის მორჩილების ქვეშ? ამაზე არაფერი მეტყველებს. პირიქით, მთელი მისი მოქმედება, საქმიანობა, საჯარო გამონათქვამები მეტყველებს იმაზე, რომ, დიახ, დღეს სასამართლოს ხელისუფლება კულუარულად არის „ქართული ოცნების“ ელიტის კონტროლის ქვეშ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, სასამართლოზე არაჯანსაღი შეტევა ხორციელდება.
„როდესაც მე გავხდი იუსტიციის საბჭოს მდივანი, ზოგადად, ძალიან დიდი ძალისხმევა განვახორციელე, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” მართლმსაჯულების სათავეები გამომეტანა და სასამართლო დამდგარიყო რეალურად დამოუკიდებლობის გზაზე. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით იმასაც ვაცხადებ, რომ ეს სადავეები “ქართული ოცნებისთვის” ნამდვილად არ ჩამიბარებია. ვერ გავაკეთებ იმას, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვა და ვერ მივცემ კომფორტს ვერც პოლიტიკურ პარტიებს და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც სასამართლომ ამხელა წარმატებას მიაღწია, რომ მე ავდგე და გადავდგე“, – განაცხადა მურუსიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში “პირისპირ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები