NDI: გამოკითხულთა 41% შსს-ს საქმიანობას დადებითად აფასებს
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 41% საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, 41% პასუხობს, რომ კარგად, 6% – ძალიან კარგად, 18% მიიჩნევს რომ შს სამინისტრო ცუდად საქმიანობს, 5% კი, ძალიან ცუდად. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 29%-მა გასცა.
ცნობისთვის, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.