კახა ბექაური: ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილური თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომისია საცალო ბაზრის რეგულირებისთვის ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, რათა კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.
„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზ რის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდი ნოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დავადგინოთ. ამაზე დავალება უკვე გავეცი. რაც შეეხება იმ კითხვას, თუ მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს კომპანიები იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ. ჩვენ გვაქვს ბერკეტი, კანონით მონიჭებული უფლება და და შეგვიძლია საცალო ტარიფის რეგულირება, შესაბამისად, თუ არ გაითვალისწინებენ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებას, ჩვენ აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავარეგულირებთ მას“,- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.
მისივე განცხადებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ.
„ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება. ამიტომაც საჭირო რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და ჩვენ სწორედ ასე ვიქცევით, კომისიას ყველანაირი ბერკეტი გაგვაჩნია, რომ ეს სფერო სწორად მართოს და გარწმუნებთ, ამას აუცილებლად გააკეთებს“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.