პრემიერმა და PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა განიხილეს

საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პოტენციალსა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე აღნიშნულ სფეროში საქართველოს როლზეც გაამახვილეს ყურადღება.

ამასთან, იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ელემენტების, მათ შორის, დარგობრივი პოლიტიკისა და კადრების გადამზადების განვითარებას და კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორ უნდა განიმტკიცოს პოზიციები საქართველომ ამ მიმართულებით.
კორპორაცია PwC-ი მსოფლიოს 158 ქვეყანაში საქმიანობს და 250 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები