ხაბარელი ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებაზე: თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი, თორემ ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს

იქნება მკაცრი და სიღრმისეული მსჯელობა, რათა კანონში იყოს მკაცრად გაწერილი ის დისციპლინა, რომელიც დაარეგულირებს სპორტში სიტუაციას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია და დაგვიანებულიც არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს შორის 11 იანვარს მომხდარი ინციდენტს, ხაბარელის თქმით, ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მით უმეტეს სპორტში.
მისივე განცხადებით, საკითხი ძირეულად შესასწავლია და ამ პროცესში აუცილებელია სპორტის სამინისტრის პოზიციის დაფიქსირება.
„თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი, თორემ ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს. იყო ძიუდოში, ახლა მოხდა ჭიდაობაში. არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება სხვა ფედერაციებში. ვფიქრობ, სამინისტრომ, გარკვეულწილად, თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს და შედეგი უნდა დადოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ. მისახედია, ძალიან მკაცრად არის სამინისტრoს ჩარევა საჭირო. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა.
დათუნაშვილი აცხადებს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები