თბილისში ილუმინაციების დემონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირი დროებით გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 23 იანვრის 07:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები