კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს იყო მართლაც ამაზრზენი
თბილისის მერი კახა კალაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებას გმობს და მომხდარს „ამაზრზენ ფაქტს“ უწოდებს.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს. ყველა ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი, რაც მოხდა?! ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” განცხადება გაავრცელა.
დათუნაშვილი აცხადებს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მოჭიდავე გეგეშიძის გადადგომას მოითხოვს. გეგეშიძე კი ბრალდებებს უარყოფს.
მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.