სატრანსპორტო კომპანია „რუსთაველთან” ვეფხვის ქანდაკების გაქრობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „რუსთაველთან” ვეფხვის ქანდაკების გაქრობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მეტროს რეაბილიტაციის ფარგლებში დროებით ჩამოიხსნა და ის მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
გასული წლის დეკემბერში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით ჩამოხსნა. სამუშაოების დროს, გამოიცვალა დამცავი ბადე, ხოლო თავად ალუმინის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია გაიწმინდა და დაიფერა.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტილიზებული გამოსახულებები იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ცნობით, ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედანის ნახაზების მიხედვით ჩატარდა.
იხილეთ ნახაზები: