ინდუსტრიული ჯგუფი: დავით ბეჟუაშვილის მხრიდან 16 იანვრის ტრაგედიაზე ამგვარი განცხადება არ გაკეთებულა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის მხრიდან დიდი დიღმის ტრაგედიასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესმენის მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება.

“დღეს გაურკვეველი მედია საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა კომპანია ” ჯი- აი- ჯის” დამფუძნებლის დავით ბეჟუაშვილის მხრიდან 16 იანვრის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამგვარი ინტერვიუ, განმარტება ან განცხადება არ გაკეთებულა და მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაციაა,-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში დიდი დიღმის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის განცხადება გავრცელდა.

” ყაზტრანსგაზ თბილისის” მფლობელი კომპანია ჩემს საკუთრებაშია, მაგრამ ამ ფაქტის კომპანიაზე გადმობრალება არასწორი მგონია. ეს არის უბედური შემთხვევა, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება და სწორად გამიგეთ, სამი ოთხი დაღუპულის გამო, სრულიად საქართველოს გაზის მიწოდებას ვერ შევუწყვეტთ. გასაგებია, რომ ტრაგედია დატრიალდა და მეც ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მაგრამ ამ ფაქტში კომპანიის დადანაშაულება არალოგიკურად მიმაჩნია”- ეწერა განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენის სახელით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები