მაია ცქიტიშვილი “გაზპრომთან” გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე: გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც შეესაბამება კანონმდებლობას
„გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“, – ამის შესახებ საქართველოს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„როგორც ვიცე პრემიერი და ამ მთავრობის წევრი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არც ერთხელ არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებდა. ასეთი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გვსმენია უშუალოდ “გაზპრომთან” მიმართებაშიც და როგორც ვნახეთ, არც ერთხელ არ ავყოლილვართ არც კაბალურ პირობებს, არც რაღაც განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვართ არასდროს, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ეს შეესაბამება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას და რაც შეესაბამება, რა თქმა უნდა ჩვენს რწმენასაც,“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.