რევაზ აფხაზავა: არ შეიძლება განსხვავებული სკოლები ერთი მიდგომით იმართებოდეს

განათლების ექსპერტმა, რევაზ აფხაზავამ, განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაცია პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვან დეტალებს გაესვა ხაზი.
„ცალსახად საინტერესო შეხვედრა იყო, რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება, პირველი – ეს არის უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლა, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. არ შეიძლება განსხვავებული სკოლები ერთი მიდგომით იმართებოდეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ბიუროკრატიიდან უფრო შემოქმედებით საკითხებზე გადადის ორიენტირები. მესამე, მარტივდება პროფესიაში შესვლა, თუმცა ეს არ ხდება კომპეტენციების ხარჯზე და ბიუროკრატიული ბარიერები იქნება ნაკლები. ჩემი აზრით, ეს საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ექსპერტმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გეგმები საზოგადოებას გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები