მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი
„სისტემა ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა აძლევდეს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი. პედაგოგი კი რესურსებსა და ენერგიას უნდა ხარჯავდეს მხოლოდ საკლასო ოთახში განათლების ხარისხის ზრდის უზრუნველსაყოფად“, -ამის შესახებ სქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ლადო აფხაზავა, სოფელ ჩიბათის სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელი არის ნათელი მაგალითი, როგორია წარმატებული, შემოქმედებითი პედაგოგი.
დღეს, განათლების სამინისტროში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები საზოგადოებას გააცნო.