პრემიერი: „თიბისის” მიმართ გაჩენილი კითხვები ფინანსურ სექტორს არ შეასუსტებს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას უნდა დაელოდოს. როგორც მან აღნიშნა, რომელიმე აქციონერის მიმართ გაჩენილი კითხვები ფინანსურ სექტორს შეასუსტებს.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით კომპანიები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია, მე, პირადად, პრობლემად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.