კახა კალაძე: კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერია უმკაცრეს ზომებს მიიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დედაქალაქის მერია უმკაცრეს ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და თავის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მიმართა რომ თანამშრომლები გააფრთხილონ, რადგან კორუფციის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში თბილისის მერია უკან არ დაიხევს.
„მინდა, ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს მივმართო – მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაზე წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესები. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია თბილისის კეთილდღეობა, თბილისის მოსახლეობის და ის მნიშნელოვანი პროექტები, რომელიც უნდა წარვუდგინოთ მოსახლეობას. თუ ვინმეს რამე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და გადაცდომის სახით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები