საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, მოქალაქე ილგარ ალახვერდიევი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 მაისს, ილგარ ალახვერდიევმა, საქართველოს საბაჟო- გამშვები პუნქტის „აეროპორტის“ გადმოკვეთისას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად 7 კილოგრამი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გადმოიტანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3- დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_TWoUMv_Rt8&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]