ქობულეთში ორი წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა
ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის დროს ორი წლის ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.