მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
შესაბამისი განცხადება მეზვრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
„ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1642-ე მუხლით დაიწყო. გამოვლინდა ასეთი 9 შემთხვევა. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები