დავით სონღულაშვილი: ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს(ვიდეო)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან ვითარებაში, შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე ადგილი არ აქვს რაიმე სახის დარღვევებს და ექსცესებს.
დეპუტატის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას თითქმის ყველა უბნის შესახებ ფლობს.
“არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ფაქტობრივად, ყველა უბნიდან მეტ-ნაკლებად ვფლობთ ინფორმაციას. შესაბამისად, არსად არანაირი გართულება არ არის და ჩვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.