ივანე მაჭავარიანი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

„მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის, პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მან წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
„წინასაარჩევნო გარემო, რასაკვირველია, რიტორიკით, ანომალიური, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავი იყო, თუმცა ვფიქრობ, სამართლებრივად, კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ამ ეტაპზე, კანონი მგონი არ დარღვეულა არც ერთი მხრიდან, მასშტაბურად ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები დღესაც მშვიდად ჩაივლის”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები