ლევან იზორია: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.
ლევან იზორიას განცხადებით, ხმა სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას მისცა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, განსაკუთრებით, შეიარაღებულ ძალებში იმ რეფორმების გაგრძელებას, რამაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და ამასთან, თითოეული სამხედრო მოსამსახურის და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.