რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი გაიხსნა

რუსთავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კიდევ ერთი სპორტული დარბაზი შეემატა.
ახლადრეაბილიტირებული ტანვარჯიშის დარბაზი ქალაქის 25-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით, გარემონტდა სველი წერტილები, დარბაზი აღჭურვილია ახალი სავარჯიშო ინვენტარით. პროექტი 85 000 ლარით მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები