ჭიჭინაძე გოცირიძეს: ფული, რაც ქვეყნიდან მოიპარეთ კეზერაშვილმა წაგართვათ და ხახამშრალი დაგტოვათ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც ე.წ. სესხხების განულების პროგრამას განიხილავენ. როგორც მან განაცხადა, გოცირიძემ დიდი ოდენობის ფული მოიპარა ქვეყნიდან, რომელიც შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა წაართვა და ხახამშრალი დატოვა.
„ვივუსზე“ ლაპარაკობენ, ეგ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფლაგმანის, ლადო გურგენიძის კომპანია. ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მთავრობაში დაბრუნდებიან და სულს ამოხდიან ისევ ადამიანებს. ბატონო რომან, „შავი სია“ თქვენი მოგონილია, თქვენ დროს მოიგონეს „შავი სიები“, „ბნელი სიები“ და საერთოდ, ბნელი ცხოვრებები. ახლა რატომ გიკვირთ „შავი სიის“ არსებობა? როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყავით, მაშინ მოიგონეს ეს სიები, თუ თქვენს შემდეგ რომ პიონერი იყო, იმის დროს მოიგონეს? ქადაგიძე რომ იყო, რომელიც კარგად „აღანღალებდა“. რაც თქვენ ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, მერე კეზერაშვილმა წაგართვათ და დაგტოვათ ხახამშრალი, სთხოვეთ ახლა იმას, ერთი 30-40 მილიონი გამოგიყოთ და თქვენც მიეცით ადამიანებს. ისე აბრახუნებთ ამ მილიონებს, გეგონება ცოტა იყოს. აბა ხალხს ჰკითხეთ, როგორ უჭირს“, – განაცხადა ჭიჭნაძემ.
თუმცა, მოგვიანებით, რომან გოცირიძემ ყოველივე ეს უარყო და ჭიჭინაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები