ლაშა ფურცხვანიძისა და კობა ხარშილაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის ლაშა ფურცხვანიძისა და მისი ყოფილი მოადგილის კობა ხარშილაძის საქმეზე “გრინ-სერვის ჯგუფთან” დაკავშირებულ ბრალდებაზე წინასასამართლო სხდომა 30 მაისისთვის გადაიდო. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ერთმანეთის მტკიცებულებათა ნუსხიდან გარკვეული მტკიცებულებების ამოღების შუამდგომლობები დააყენეს, რაზეც მოსამართლის გადაწყვეტილება შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი.
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდებულ კობა ხარშილაძის შუამდგომლობა და მას ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება თვეში 3-ჯერ მიეცემა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან, რომელიც თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეხება. აღნიშნული ბრალდების ფარგლებში კობა ხარშილაძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, ლაშა ფურცხვანიძე კი თავისუფლებაში გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. დღევანდელ პროცესს ორივე ბრალდებული დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები